ჰენრიკ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს – მიზეზი პირადი უსაფრთხოებაა

არსებანილა და სომხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჰენრიკ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს პირადი უსაფრთხოების მიზნით გამოტოვებს. გუნდი დარწმუნებული არ არის, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.

როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე საუკუნოვანი კონფლიქტი მიმდინარეობს.

ფეხბურთელმა ამ ფაქტის შესახებ ტვიტერზეც დაწერა: ,,ესეთ თამაშში მონაწილეობის მიღების შანსი ფეხბურთელებს ყოველდღე არ გვაქვს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ ვახერხებ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე გუნდს დავეხმარო. ყველანაირად ვეცდები ჩემს თანაგუნდელებს ვუგულშემატკივრო. დროა თასი სახლში დავაბრუნოთ!!

ლონდონურმა კლუბმა ამის შესახებ უეფასაც მისწერა და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა. ,,ჰენრიკი ჩვენი გუნდის საკვანძო ფიგურაა და მან ძალიან დიდი როლი ითამაშა არსენალის ამ ეტაპზე გასვლაში, ამიტომაც ის გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ამასთანავე ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალში ფეხბურთელი მსგავსი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობს.” – ნათქვამია წერილში.

ევროპა ლიგის ლონდონურ ფინალში ერთმანეთს არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან. მატჩი 29 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.