შეკვეთილს როკბენდი Thirty Second To Mars სტუმრობდა. ბენდი ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯარედ ლეტომ, ძმასთან, შენონთან ერთად ჩამოაყალიბა და მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელიც გაიჩინა.
13 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართულ კონცერტზე თითქმის ყველა მსმენელმა მათი რეპერტუარიდან კომპოზიციები ზეპირად შეასრულა.ჯგუფის წევრები საქართველოში მეორე დღესაც დარჩნენ. მათ „პარაგრაფში“ დაისვენეს და საქართველოდან 15 აგვისტოს გაფრინდნენ.
ჯარედ ლეტოს ძმამ, შენონმა ახლახან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ბერა ივანიშვილთან ერთად აქვს გადაღებული. პოსტზე მონიშნულია ბერას ოფიციალური გვერდი. ფოტოს უამრავი მოწონება აქვს.