პარლამენტის შენობასთან, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ლევან ვასაძის ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს, ლგბტ დროშამ გადაიფრინა. ლგბტ დროშა დრონზეა მიმაგრებული.
“აი, ზუსტად სახე, იმ აქციების სახე, რაც აქ ტარდებოდა. ნახეთ, ლგბტ დროშა, რა დროშას აფრიალებენ”, — თქვა სიტყვით გამომსვლელმა აქციაზე.
რუსთაველის გამზირზე დღეს სავარაუდოდ 2 აქცია ერთდროულად გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე დილიდან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილზე რჩებიან, ისინი აცხადებენ,რომ ხელს შეუშლიან ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას. ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.