ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში საკარანტინო დაწესებულებად უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, ფანლინგის რაიონში მდებარე შენობაში რამდენიმე ნიღბიანი დემონსტრანტი შეიჭრა და მოლოტოვის კოქტეილები ისროლა.
ხანძარმა სავარაუდოდ შენობის შესასვლელი ტერიტორია დააზიანა.მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ჰონგ-კონგის მოსახლეობამ გადაკეტა შენობასთან მიმავალი გზა. ისინი აპროტესტებდნენ შენობის საკარანტინო ზონად გამოცხადების გეგმას. აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა