ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხადა საქართველოს პროკურატურა საქმეს შესაბამისად არ იძიებს და მას რეალური შედეგის იმედი აღარ აქვს. შენგელია სარცელის მომზადების პარალელურად განათლების მინისტრის გადადგომასაც მოითხოვს.
„4 თვე გავიდა იას გარდაცვალებიდან და არავითარ ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს პროკურატურას არასამთავრობოების დასკვნებისა და სხვა გარემოებების მიუხედავად. ამიტომაც ვიწყებთ სარჩელის მომზადებას სტრასბურის სასამართლოში წარსადგენად და პარალელურად, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებებითაც. ამასთან, ძალაში რჩება ჩემი მოთხოვნა განათლების მინისტრისა და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომასთან დაკავშირებით“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ კერზაიას საქმეზე დღეს ერვოსაბჭოში მამუკა ბახტაძესაც დაუსვეს შეკითხვა.
ასამბლეის ერთ-ერთი წევრის, ბორიანა ობერგის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მას დადოს ია კერზაიას გარდაცვალების ზედმიწევნით გამოძიების პირობა, ბახტაძემ უპასუხა, რომ გამოძიება, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეკითხვას გასცემს პასუხს.
ბახტაძემ კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკური სპეკულაციის კონტექსტში მოიხსენია.
„ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“-განაცხადა ბახტაძემ სტრასბურგში ევროსაბჭოს ასამბლეაზე.