იაპონიის 1000-მდე სუპერმარკეტში შქმერული გაიყიდება

დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ ,,მაცუიას” ათასამდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

,,აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუქა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია,”- წერია საელჩოს განცხადებაში.