„იბერიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიას სასამართლო დავა მეორედ მოუგეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განხილვის გარეშე, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ არხის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ იბერიას დახურვასთან დაკავშირებით თანამშრომლებს 2018 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებულ თათბირზე განუცხადა. მიზეზად კი ფინანსური კრიზისი დასახელდა. 

მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი მსგავს შემთხვევაში დამსაქმებელს 2 თვის კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს- არხის მფლობელებმა ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ტელეკომპანია იბერიას ყოფილი ჟურნალისტების ინტერესებს საია იცავს.