Victoria’s Secret-მა ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი მოდელი დაიქირავა. ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე თავად მოდელმა, ტრანსგენდერმა ქალმა ვალენტინა სამპაიომ დაწერა.
მოდელმა გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა.
2018 წელს Victoria’s Secret-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, მან განაცხადა, რომ Victoria’s Secret-ის ჩვენებებში ტრანსგენდერი ქალები მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. ედ რაზეკს დისკრიმინაციული განცხადების გამო ბოდიშიც მოხდა მოუწია.
ვალენტინა სამპაიო ცნობილი და წარმატებული ტრანსგენდერი ქალი მოდელია.
2017 წლის თებერვალში სამპაიო ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. ეს Vogue-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ღიად ტრანსგენდერი ქალი გარეკანზე მოხვდა.