“იძულებული გავხდით მეუფე პეტრე ხელით გაგვეყვანა სხდომიდან”- მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ​​ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ისე მოიქცა, წმინდა სინოდის სხდომაზე და ისე უხამსად მოიქცა, ჩვენ იძულებული გავხდით რომ ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვემიდევინა და გაგვეყვანა… უხამსობა, უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. ფაქტია, რომ ის მოიქცა ისე რომ მთელი სინოდი იყო საუბარი, ვუხსნიდით შურაცხყოფის მიყენება ეს არ არის მხილების ფორმა საერთოდ ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისა და პატრიარქისთვის. არ არის მხილების ფორმა და არც საერთო არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით ეს აგვეხსნა.

საერთოდ მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმით, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და მერე დასკვნა იქნება გაკეთბული. ცილისწამებაა, როცა ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას და სინოდს, რომ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. მეუფე პეტრემ ამ წლების დანმავლობაში არაერთხელმ მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა და ეს გაგრძელდა დღესაც”- ამბობს მიტროპოლიტი სინოდის სხდომსი დასრულების შემდეგ.