იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

{{ARTICLEIMAGE}}
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 2019 წელს ეწვევა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე საქართველო NATO-ს ეგიდით მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ელოდება.

“ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან განსაკუთრებული ფორმატით შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტზე იყო ყურადღება გამახვილებული. უპრეცედენტო დეკლარაცია იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე გვქონდა ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი, სადაც შეჯამდა ყველა ეს მიღწეული შედეგი და დაისახა მომავალი წლის გეგმები. გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება NATO-ს მხრიდან, ველით NATO-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ველით NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს NATO-ს ჩართულობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე”, განაცხადა დავით ზალკალიანმა.