“იფიქრეთ ქვეყანაზე, თქვენი შვილების მომავალზე. დღეს, როდესაც მწვანე ვაშლს მიიღებთ ჯგუფურ ჩეთში, ცოტა უფრო მაღლა დადექით “- ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ უმრავლესობას.
ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ სადავო კანონპროექტზე ისაუბრა.მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ლევან მურუსიძე ბინძური საქმეებისთვის სჭირდება.
„თქვენ არ გაახსენდებით ბიძინა ივანიშვილს, დამიჯერეთ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი მოვა. ამიტომ იფიქრეთ ქვეყანაზე, თქვენი შვილების მომავალზე. დღეს, როდესაც მწვანე ვაშლს მიიღებთ ჯგუფურ ჩატში, ცოტა უფრო მაღლა დადექით,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.














