ილჰამ ალიევმა გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა

აზერბაიჯანი  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

“მჯერა, შესანიშნავ ტრადიციებზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება. გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში, მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია ილჰამ ალიევის მილოცვაში.