ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება. პროცესზე ჯიშკარიანი აღკვეთის ღონისძიება უნდა განიხილონ.

ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში მას შემდეგ იმყოფება, რაც თანამშრომელმა მას სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი. იმყოფება. დეპუტატი ყველა ბრალდებას უარყოფს.

“საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ პროცესზე პროკურატურა მხოლოდ გირაოს მოითხოვს. 

თამთა თოდაძის  ადვოკატის თქმით, მათ მიმართეს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე.