“ილია მეორე მუდამ ფულისა და მაფიის მხარესაა რადგან საბჭოთა კორუფციონერია” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას.
“ვანო ჩხარტიშვილს რომ წელიწადში ასი ათას ფუნტზე მეტს ახდევინებენ პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრის შვილიშვილების ლონდონსა შინა სწავლასა და ცხოვრებაში, მაშინ ხომ კარგია? თან ხომ არ გგონიათ, ეკონომ კლასის სერვისებით სარგებლობენ? როგორ ეკადრება კეთილმსახური და ღვთივკურთხეული მოდგმის ნაშიერებს?! უმაღლესი და უძვირესი ტარიფით ახდევინებენ ყველაფერს.
მე დარწმუნებული ვარ, ჩხარტიშვილს ეს ჩეკები და გადახდის დოკუმენტები საიმედოდა აქვს შენახული
ამიტომაც არის ილია მეორე მუდამ მაფიის, მუდამ ფულის მხარეს, რადგან ერთი ჩვეულებრივი, საბჭოთა კორუფციონერია. ამიტომაც ყოველთვის შენს მხარეს იქნება, გინდა ანაბრები შეჭამე და გინდა ხალხი დახოცე და მტერს შეეკარი, ოღონდ კარგად გადაუხადე.
ღმერთი და სიმართლე მანდ არ აინტერესებთ. ეს იაკობიც ცოტას იყვირებს, გამოფხიზლდება და გაჩუმდება. ჭკვიანად იყოს, სანამ მისი ნაფერები გომელაური “ვახო” კომპრომატებს გამოულაგებს. ასე იქნება, სანამ ჩვენ გამოვფხიზლდებით…” – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.