ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ელექტრონული საქმისწარმოების რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ილიაუნის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე.ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით დახურული იქნება უნივერსიტეტის კანცელარიის რეგისტრატურა.
აღნიშნულ პერიოდში: ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – არგუსზე არსებული განცხადების შესაბამისი შაბლონის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge
ილიაუნის თანამშრომლებს (პროფესორებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს) შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge
კურსდამთავრებულებსა და გარეშე პირებს შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge
მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ვუზრუნველყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.ასევე შეგახსენებთ, რომ 3 მარტს უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და 15 მარტის ჩათვლით დახურული იქნება უნივერსიტეტის
- ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები;
- კომპიუტერული რესურსცენტრები;
- საკლასო აუდიტორიები;
- კაფეტერია „უნიფუდი“ ;
- წიგნის სახლი „ლიგამუსი“.
- გისურვებთ ჯანმრთელობას.