ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა დატოვა. ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიზე აცხადებს რომ წასვლის მიზეზი რესტრუქტურიზაციაა, რის საფუძველზეც ბიზნესის სკოლა სრულიად ახალი ფაკულტეტის ნაწილი გახდა. მაია სიდამონიძის აზრით ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მომავალი თაობის ინტერესებს. მისი აზრით უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა და მისი გამოსწორების მცდელობა გიორგი ქადაგიძესთან ერთად ჰქონდა თუმცა ამის საშუალება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ მისცა. 10 თებერვალს ამავე მიზეზით უნივერსიტეტი ბიზნესის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ისაკაძემაც დატოვა.
“გარდა იმისა რომ იკვეთებოდა გარკვეული პრობლემები, მეორეს მხრივ მიუღებელია ის სტრუქტურული ცვლილებები, რაც განხორციელდა, რა ფორმითაც განხორციელდა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საქმე წინ უნდა უძღვოდეს პირად ამბიციებს. ასეთ შემთხვევაში უკვე მე ჩემს წვლილს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნამდვილად ვეღარ შევიტანდი,”-განაცხადა მაია სიდამონიძემ
“მენეჯმენტში რეორგანიზაცია საუკეთესო საშუალებაა რომ არასასურველი ადამიანები წავიდნენ თანამდებობიდან და მიმაჩნია რომ ეს არ ემსახურებოდა ბიზნესის სკოლის უკეთეს მომავალს. მიმაჩნია რომ ბიზნესის სკოლა გაცილებით უკეთ განვითარდებოდა ძველი მენეჯმენტის პირობებში,”-განაცხადა გიორგი ისაკაძემ