ცოტნე გამსახურდიას ძმის, კოკო გამსახურდიას ინფორმაციით, მეორე გადაუდებელი ოპერაცია დაიწყო. ამ შემთხვევაში ოპერაცია პაციენტს თავზე კეთდება.
კოკო გამსახურდია მადლობას უხდის ქირურგს, გიორგი გვახარიას.
„გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია. ორი ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში, ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც- დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას. ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის 4 დაზიანება. ქალა სარქველის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ინტრაკრანიალური ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრიი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის,-წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, გვიან საღამოს დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.