ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ტაძრებში არ მივიდნენ და სახლებში ილოცონ.
,,ეს არ არის ღვთისმსახურების უარყოფა, ეს შინაგანი მსხვერპლია, რომელიც გაღებულია იმისათვის, რომ დავიცვათ სხვა მორწმუნეთა ჯანმრთელობა. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლებში. ჩვენ, ქრისტიანი მწყემსები, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის უფლის სახლში ვილოცებთ”- განაცხადა ეკლესიის ლიდერმა.
კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში აიკრძალა მოსახლეობის თავშეყრა, დაიხურა პარკები და მოედნები. აიკრძალა არა აუცილებელი გადაადგილება ქალაქებს შორის. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები, რესტორნები და ბარები.