“იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს” – კალაძე

თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციის მიერ უწყვეტი საპროტესო აქციის დაანონსებას “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. ამის შესახებ დღეს კალაძე ჟურნალისტებს ესაუბრა. ნახეთ ვიდეო

გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება ხვალ შეიტყობს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი

“აქციები იქნება შეუწყვეტელი, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.