“იმედი მაქვს,რომელიღაც ცხოვრებაში კიდევ გამიმართლებს და მომიწევს შენთან ერთად მუშაობა“–ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას მიმართავს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი2–ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს, რომელიც არხის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ორი დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა:

“გუშინ სამსახურში მოვედი და არ დამხვდი. რა ვქნა, ჯერ ვერ ვაცნობიერებ რეალობას:) მინდოდა შენთვის პირადად მეთქვა რაღაცეები. მერე მოგწერე და მივხვდი რომ ისიც არ მეყო. მერე მაიკო ლომიძის სტატუსი ვნახე და “შემშურდა”, გულწრფელობის და სისწორის. ყველაფერი სიტყვა- სიტყვით დაუწერია რასაც ვფიქრობდი.

ყოველთვის ვამაყობდი რომ ნიკა ტაბატაძის რ2-ში ვმუშაობდი. ჰარვარდ დამთავრებულივით ვიქცეოდი ამ მიზეზის გამო და ახლა უკვე ორი დიპლომით ვარ. შენთან მუშაობით დავამთავრე უნივერსიტეტი სადაც ვისწავლე:

1. რომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლო.

2. რომ ნებისმიერი უთანხმოების და კონფლიქტის მიუხედავად მთავარი საერთო ღირებულებებია

3. რომ 800 კაციან გუნდში ყველა რგოლი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

4. რომ თავისუფლებას ზღვარი არ აქვს.

შენი იმედი მქონდა ყოველთვის. მაშინაც კი როცა ავად ვხდებოდი და იცოდე რომ შენი მეგობარი ვარ 4ever. იმედი მაქვს, რომელიღაც ცხოვრებაში კიდევ გამიმართლებს და მომიწევს შენთან ერთად მუშაობა.

მე მაინც მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ.

#მადლობანიკა“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.