“იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს” – ელისაშვილი ბერა ივანიშვილზე

“იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს!”, – ამის შესახებ, “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ბერა ივანიშვილი თავის ფულს, სადაც უნდა იქ გადაროცხავს.

“ბერა ივანიშვილია, თავისი ფულია, თავის ფულს სადაც უნდა გადარიცხავს. ამხელა ამბები ცოტა გაუგებარია. როცა ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, სხვა პრობლემა ვერ მოძებნა?! მე იმედი მაქვს რომ დასავლეთ საქართველოდან და დანარჩენი საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და არ გააცურებს ოკეანეში დაბრაზილიაში არ წაიღებენ საქართველოდან ამოთხრილ ხეებს. ამის იმედს დავიტოვებ. გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა