“იმედიდან” გათავისუფლებული სტეფნაძე, საქმის შესწავლის მოთხოვნით ომბუდსმენს დღეს ოფიციალურად მიმართავს

ტელეკომპანია “იმედიდან” გათავისუფლებული პროდიუსერი მაია  სტეფნაძე დღეს სახალხო დამცველს ოფიციალური წერილით მიმართავს და საქმის შესწავლას სთხოვს.
სახალხო დამცველის დასკვნის შემდეგ, სტეფნაძე ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„მთავარი ჩემთვის ამ ეტაპზე არის არა თანხებზე “იმედთან” ჭიდილი, არამედ ამ ყველაფერის შეფასება საერთაშორისო სამართლის ნოემბრიდან გამომდინარე. უკვე მისი დასკვნის მერე, მივმართავ უკვე სასამართლოს,”-განაცხადა სტეფნაძემ.

გია ჯაჯანიძის გადაცემი ყოფილი პროდიუსერი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ასახელებს, სადაც ის ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.