შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტი გუშინ მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა, -ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს სამედიცინო დამხარება დასჭირდათ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.