“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გავრცელებულ და უკვე დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირაკლი იმნაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართვის ეფექტურობის სპეციალისტად მუშაობს.
“იმედისგან ბიბისი რომ გააკეთა, მერე გამოჩენილი ჟურნალისტი, ნათია აბრამია, სალომე ზურაბიშვილთან გადასულა – მართვის ეფექტურობის სპეციალისტია!
რა თავბრუდამხვევი კარიერაა”-წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.