იმედსა და მაესტროზე მაუწყებლობა შეჩერდა

იმედსა და მაესტროზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქსელი არის პარალიზებული და სიგნალს ვერ იღებენ:

„ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!,- წერს ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 28 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.

საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).