იმერეთში ავტომანქანის მაგნიტოფონების მარკის გაყალბებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონებს „SONY“-ს სასაქონლო ნიშანი დაადო, რაც მათ ადვილად გაყიდვას ისახავდა მიზნად.

კომპანიის დირექტორმა ფალსიფიცირებული მაგნიტოფონების რეალიზაციაც მოახერხა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.