იმერეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 42 შეტყობინება შევიდა.
ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა.

ქარმა  17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა.

ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად მამაკაცი დაშავდა.

ძლიერმა ქარმა პრობლემები ქუთაისის აეროპორტსაც შეუქმნა. შეჩერებული იყო  ბარგის გაცემა. რის გამოც მგზავრები რამდენიმე საათი იცდიდნენ.