{{ARTICLEIMAGE}}
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაასახელა, რომლებიც მის მოწონებას იმსახურებენ. ასეთებს შორის ინაშვილმა თქვა, რომ ელენე ხოშტარია საინტერესო პოლიტიკოსია, ასევე საინტერესოა სერგო რატიანის გამოსვლები. ინაშვილის თქმით, ცუდია, რომ ისინი ბოკერიას გვერდით არიან, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.
“როგორც ეკონომიკის მცოდნეს კი, ინაშვილს რომან გოცირიძე მოსწონს”, თუმცა აღნიშნავს, რომ “მის პერიოდში ეკონომიკა ვერ აყვავდა”. ინაშვილმა ასევე ისაუბრა თინა ბოკუჩავაზე, რომელზეც თქვა, რომ ის საინტერესო პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა.
ირმა ინაშვილი “ტვპირველის” საახალწლო ეთერის სტუმარი იყო.