ინციდენტი ახალქალაქში: კადრებში ჩანს, როგორ გადმოათრია პოლიციამ მძღოლი მანქანიდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც  პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ავტომობილის მძღოლის დაკავებას ცდილობენ და მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოყავთ.  ინციდენტი ახალქალაქში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციას მოტოციკლეტისტის დაჯარიმება უნდოდა, ავტომობილის მძღოლმა კი ჰკითხა, რატომ აჯარიმებდნენ მას, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოათრიეს.