ინდოელი ილუზიონისტი ფოკუსის ჩატარების დროს მდინარეში დაიხრჩო


ინდოელი ილუზიონისტი, რომელიც ფოკუსის ჩატარების მიზნით წყალში ჯაჭვებით დაბმული ჩაიყვანეს  დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ილუზიონისტმა  ჰარი ჰოდინის ცნობილი ნომრის შესრულება სცადა.

მდინარეში ჩაშვების შემდეგ მას  ტანზე  შეკრული ჯაჭვები უნდა გაეხსნა, თუმცა ის წყალში გაუჩინარდა. 

მის ამოსვლას ხალხი ნაპირზე ელოდა. ინდოელი ილუზიონისტი ჯაჭვებითა და 6 გასაღებით იყო შებოჭილი. 

პოლიციელები და მყვინთავები ილუზიონისტს 24 საათის მანძილზე  ეძებენ. 

ლაჰირმა ტრიუკი ზუსტად  ამ მდინარეში 20 წლის წინ ჩაატარა და მაშინ ის მდინარეში ჩაშვებული ყუთიდან უვნებლად გამოძვრა.