ვანო მაჭავარიანის თქმით, მას არ უთქვამს, რომ მამუკა ბახტაძე უტრაკო მინისტრი იყო და ინგა გრიგოლიამ მოიტყუა. ,,ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე მე დიდი ხანია არ მომისმენია. არ ყოფილია არათუ მამუკა ბახტაძეზე საუბარი, არამედ მის პერიოდზეც კი,”- ამბობს ფინანსთა მინისტრი.
მისი თქმით, ტელევიზიების წარმომადგენლებს ტყუილი იმაში სჭირდებათ, რომ გადასახადი არ გადაიხადონ. ,,გადაიხადონ და მერე რაც უნდათ, ის მოიტყუონ”,- აცხადებს გრიგოლიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მაჭავარიანი.
ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ დახურულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მის წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს უტრაკო უწოდა.
ფინანსთა მინისტრი დღეს ინკასოდადებული ტელევიზიების- ,,ტვ კავკასიის” და ,,ტვ პირველის” დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.