ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 28 ადამიანი რჩება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაშავებული პირებიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით  ერთ დაშავებულს ბარძაყის არეში ოპერაცია უტარდება.

აქციის მონაწილეების დარბევა წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით გრძელდება, სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირიც.

მიუხედავად დარბევისა ხალხი რუსთაველის გამზირზე არ იშლება.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რეგიონებიდან სპეცრაზმის დამატებითი ძალების გამოძახება ხდება.