ინკასოებს უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახდებს- მაჭავარიანი ,,ტვ პირველსა” და ,,მთავარ არხზე”

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ,,მთავარი არხისა” და ,,ტვ პირველის” ანგარიშზებზე ინკასოს დადებას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა.

მინისტრი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ეს ტელევიზიები არ იხდიან გადასახადებს, მისი ამოღება კი ინკასოს დადების გზით ხერხდება.

„ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში, ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ,,მთავარ არხსა” და ,, ტვ პირველს” ინკასო დაადეს.