სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს რომ 15 წლის მოზარდს ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკითხვაზე ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა. ამის შესახებ ინსპექტორმაცოტა ხნის წინ განაცხადა.
“არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა 6,5 საათი და მოზარდი პოლიციაში ღამის 12 საათამდე იყო. პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები, მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში. ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები”-აცხადებს თოლორაია.