ინსტაგრამზე მოწონებები ქრება

ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და იაპონია- თუ თქვენ ამ ქვეყნებიდან რომელიმეში ცხოვრობთ ინსტაგრამზე მოწონებების რაოდენობას ვეღარ ხედავთ.

ინსტაგრამის ხელმძღვანელობის  გადაწყვეტილებით,  ამ ქვეყნებში აპლიკაციიდან  ყველა მოწონება  დაიმალა, მომავალში კი ლაიქები ინსტაგრამზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაქრება.

სატესტო ვერსიაში მოწონებების რაოდენობას მხოლოდ   საკუთარ გვერდზე ხედავთ. 

ინსტაგრამმა აღნიშნული გადაწყვეტილება ინსტაგრამ მომხმარებლების ფსიქოლოგიური დაკვირვების შედეგად მიიღო. მათი განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ   მომხმარებლებს ხშირად აწუხებთ დაბალი თვითშეფასება შეჯიბრებითობის გამო. 

“ჩვენ გვინდა რომ მეგობრები კონცენტრირდნენ ფოტოებზე და ვიდეოებზე, რომელსაც აზიარებთ და არა მოწონებების რაოდენობაზე”-აცხადებენ კომპანიაში.

როდის გაქრება მოწონებები საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.