ინტერნეტ რეაქციები, რომელიც თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის სადაბადებისდღეო მილოცვას მოჰყვა

ყოფილ პოლიტიკოსს და საქართველოს ეროვნული გვარდიის  ხელმძღვანელს, თენგიზ კიტოვანს, ქალიშვილმა – ნათია კიტოვანმა სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა.

“გილოცავ მა, უკეთილესო და წესიერო ადამიანო. დიდხანს ჯანმრთელი მყავდე მთავარია,” – დაწერა ნათია კიტოვანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნათია კიტოვანის მისალოც პოსტს  სოციალურ ქსელში აღშფოთება მოჰყვა. 
სტატუსზე უამრავმა ადამიანმა უარყოფითი კომენტარი გააკეთა. მათი დიდი ნაწილი კიტოვანს იმ ტექსტის გამო აკრიტიკებდა,  სადაც ის საკუთარი მამის დადებით თვისებებზე ამხვილებს ყურადღებას.

ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილი  მილოცვას იუმორისტული პოსტებით გამოეხმაურა.

საზოგადოების ნაწილმა კი კიტოვანის შვილის მიმართ  აგრესია შეაფასა უარყოფითად. მათ შორის იყო “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ნათია კიტოვანის პოსტზე საზოგადოების აგრესიის საპასუხოდ პოსტი დაწერა ირინა სარიშვილმაც.


რაც შეეხება ნათია კიტოვანს მან მისალოცი პოსტი წაშალა. მიზეზი კი სავარაუდოდ, ინტერნეტ რეაქციები გახდა.