ფილმ ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ინტერნეტში ფილმის არასრული სამუშაო ვერსია გავრცელდა. მისივე თქმით, ის ავტორიზაციის გარეშეა მოპოვებული და მისი გავრცელება მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას. ასევე, ამცირებს შანსს ოსკარების დაჯილდოებაზე.
მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. დაწყებულია მოკვლევაც.
,,მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს.
ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე.