ეკა ბესელიამ დღეს ახალი პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის“ შექმნა. როგორც მის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციიდანვე გახდა ცნობილია,პარტიაში იქნებიან უმრავლესობის ყოფილი დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბესელიას პარტიაში ასევე უნდა ყოფილიყვნენ “ქართული ოცნებიდან” ცოტა ხნის წინ წამოსული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი თანამოაზრეები ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. თუმცა როგორც გაირკვა ისინი ბესელიას ახლადდაფუძნებულ პარტიას არ შეუერთდნენ. მიზეზები უცნობია, ასევე არ არის ცნობილი შექმნიან თუ არა გოგიჩაიშვილი და შაქარიშვილი ცალკე პარტიას.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს. დამფუძნებლებს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ რა ფორმატით იქნება “დაიცავი საქართველო” 2020 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი.