იქნება უმკაცრესი რეაგირება, ასამბლეა აღარ გაგრძელდება- მამუკა მდინარაძე

 

საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სხდომის გადადების გამო მონაწილეებს მოუბოდიშა ზაქარია ქუცნაშვილმაც.

მდინარაძის თქმით, არ იყო შეთანხმებული, რომ გავრილოვს სხდომა უნდა წაეყვანა. მდინარაძის განცხადებით, ეს მიუღებელია და უმკაცრესი რეაგირება იქნება.