თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბრძანება გამოსცა.
ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას:
- თანამშრომლებს, რომლებიც თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
- მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
- პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი;
- გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
- ორსულ ქალს;
- ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს. აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.
ღარიბაშვილის ბრძანების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.