ირაკლი კობახიძე: ეკა ბესელიასთვის ვიცესპიკერის პოზიციის დაკავების შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა

{{ARTICLEIMAGE}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებით, მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორება სურდათ. კობახიძის თქმით, “მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. “ეს საფუძველი არის ჩვენი შიდასამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს”. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ”,აცხადებს კობახიძე. 


“რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცესპიკერის დაკავების პოზიციას. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა სიას ლობირებს, “არის არასწორი ინტერპრეტაცია”.