ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს.
კობახიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობა ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
მას შემდეგ რაც არჩილ თალაკვაძე კობახიძის ადგილს დაიკავებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იქნება.