{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში მუშაობა დაასრულა. “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის – პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.
“დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში”, განაცხადა 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.
ამავე თემაზე:
ჟურნალისტების “ფლეშმობი” პარლამენტის სასესიო დარბაზში