,,ფეისბუქის” მიერ მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდის და პროფილის გაუქმების შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაცია არამხოლოდ ,,ფეისბუქში”, არამედ სატელევიზიო სივრცეშიც არის.
“მარტო ფეისბუქი ხომ არაა პრობლემა, პრობლემა გვაქვს სატელევიზიო სივრცეშიც, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და აგრესია… როდესაც კონკრეტული ტელევიზია დედას აგინებს სხვას”, — ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ ამ პროექტს იმ არასამთავრობოებთან ერთად განიხილავენ, რომლებიც დღეს დეზინფორმაციაზე საუბრობენ.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს, ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ პარლამენტში უკვე აქვთ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი.