ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში და ყველა უთანხმოებას გადავლახავთ-სააკაშვილი ოქრუაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ წერს.

“ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ”-აღნიშნავს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.