პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
„რამდენიმე წუთის წინ გამოვედი მისგან, ნორმალურად, მხნედ და ბრძოლის ხასიათზეა. მან იცის, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცესები არ არის და შესაბამისად, არც ელოდება რამეს. თუმცა, ჯერ არაფერი ვიცით და არაფერ კონკრეტულს არ ელოდება.სამოქმედო გეგმასთან და კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, აქვს. მასთან ჩემს გარდა, სხვაც შედის და სხვების მეშვეობით აქვს თავის თანაპარტიელებთან კომუნიკაცია, მე – ნაკლებად. ჯერ ძნელია, რამე პროგნოზი გააკეთო, მაგრამ რადგან პროცესი სამართლებრივი არ არის, ის ალბათობაც დასაშვებია, რომ ციხეში გამოკეტონ, იმის ალბათობაც დასაშვებია, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და პატიმრობაში აღარ იყოს. ამიტომ ამაზე საუბარი ძნელია“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.