თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. პრეზენტაცია ხვალ 15:00 საათზე შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.
გუნდში ოქრუაშვილთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და კოტე კემულარია იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა.