თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ გვერდზე მისი დაკავების შემდეგ პირველად მისი სახელით სტატუსი გამოქვეყნდა.
“ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი , რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ . ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი . მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ. P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30“– წერია სტატუსში.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. ამჟამად ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაშია და პირადად წვდომა ფეისბუქ გვერდზე სავარაუდოდ არ აქვს.