ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამ ფაქტს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი ადასტურებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.
“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი “რუსთავი 2-ში”, გადაცემა “ვანოს შოუში” იმყოფებოდა. ოქრუაშვილი სამაუწყებლო კომპანიიდან გასვლის შემდეგ დიღომში დააკავეს. რუსთავი2 მისი დაკავების კადრებს ავრცელებს.