ირაკლი ოქრუაშვილი სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს

საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოგზავნილი განცხადება წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც ის  კატეგორიულად ეწინააღმდეგება , რომ მისი დაცვა სახაზინო ადვოკატმა განეხორციელოს.

ოქრუაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ ის საქმის მასალებს სრულად არ იცნობდა. ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

საქმის მოსამართლის განცხადებით, ოქრუაშვილი სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდებას ცდილობს.